ორი დაბომბილი ამერიკული ბაზა ერაყში, – ეს არის ირანის პასუხი გენერალ ყასემ სოლეიმანის სიკვდილის გამო.
ამერიკული მხარე ამბობს, რომ ირანის მიერ განხორციელებულ იერიშს მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს ირანი. შეერთებულ შტატებში სამოქმედო გეგმაზე განცხადება რამდენიმე საათში გაკეთდება, მანამდე კი პრეზიდენტმა ტრამპმა მოსახლეობა ტვიტერის პოსტით დაამშვიდა, რომ ყველაფერი კარგად არის.
პარალელურად ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცეში ავიაკომპანიების უმეტესობამ ფრენა აკრძალა.
თამთა რუხაძე დეტალებით.