ვითარების ესკალაციის ყოველწუთიერი საფრთხეა ახლო აღმოსავლეთში.
ბაღდადის აეროპორტში აშშ-ის ავია-იერიშის შემდეგ ამერიკა-ირანის ისედაც გამწვავებული ურთიერთობა სამხედრო კონფრონტაციის ზღვარზეა. მსოფლიო ლიდერები თეირანს და ვაშინგტონს რადიკალური ნაბიჯებისგან თავშეკავებას სთხოვენ. თუმცა ირანის პირველი პირებისგან მუქარისშემცველი გზავნილები ისმის. თეირანი შურისძიებით იმუქრება. ბაღდადის აეროპორტზე სარაკეტო თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც ერაყის დედაქალაქში ირანის მიერ მხარდაჭერილი ძალები ამერიკის საელჩოს დაესხნენ თავს. ავია-იერიშის შედეგად დაიწვა ორი ავტომობილი, დაღუპულია რამდენიმე სამხედრო მეთაური, მათ შორის ცნობილი ირანელი სამხედრო ლიდერი, „ქუდსის ძალების“ ხელმძღვანელი ყასემ სულეიმანი, რომელიც განსაკუთრებული გავლენებით სარგებლობდა.
ტრამპის გადაწყვეტილებამ არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია ვაშინგტონშიც.