აშშ-ის პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანებულება, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტთან დაკავშირებული რიგი მასალების გასაჯაროებას ეხება. „11 სექტემბრის 20 წლისთავის წინ, ამერიკელი ხალხი იმსახურებს უფრო სრულყოფილი სურათის დანახვას იმაზე, რაც მათმა ხელისუფლებამ იცის ამ თავდასხმების შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ შეერთებული შტატების მთავრობამ შეინარჩუნოს მაქსიმალური გამჭვირვალობა და საიდუმლო მასალები დარჩეს მხოლოდ კონკრეტულ და აუცილებელ შემთხვევებში“, – ნათქვამია ბრძანებულებაში. ქვეყნის პირველმა პირმა გენერალურ პროკურორს დაავალა, 11 სექტემბრის ტერაქტთან დაკავშირებული დოკუმენტების უკვე ღია მასალები ექვს თვეში გავრცელდეს.