ლარი გაუფასურებას განაგრძობს. ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარის ფასი 2.57 თეთრია. 10 აგვისტოს მონაცემებით, კურსი 2.53 თეთრს შეადგენდა. შესაბამისად, წინა ვაჭრობასთან შედარებით, ლარი თითქმის 4 თეთრით გაუფასურდა.
ევროს ოფიციალური კურსი 2.92 თეთრია.
სავალუტო ჯიხურებში დღეს დოლარის ყიდვის კურსი 2.62 ლარს აღწევდა, კომერციულ ბანკებში კი 2.66 ლარს.
ოპოზიცია სავალუტო პრობლემებში ხელისუფლებას ადანაშაულებს. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ლარის სტაბილურობისთვის სათანადო გეგმა გააჩნიათ.