აშშ-ის "დემოკრატიული პარტიის" ეროვნულმა კომიტეტმა რუსეთს, „ვიკილიქსს“ და ტრამპის საარჩევნო შტაბს სასამართლოში უჩივლა
ამერიკის შეერთებული შტატების “დემოკრატიული პარტიის” ეროვნულმა კომიტეტმა რუსეთს, „ვიკილიქსს“ და დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბს სასამართლოში უჩივლა. “დემოკრატები”, ზემოხსენებულ სამივე ფიგურანტს, 2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში მათი კანდიდატისთვის ხელის შეშლის მიზნით, შეთქმულების მოწყობაში სდებენ ბრალს.
“დემოკრატებმა” საჩივარი მანჰეტენის სასამართლოში შეიტანეს. საჩივარში საუბარია დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის წევრებსა და რუსეთის სპეცსამსახურებს შორის საიდუმლო გარიგებაზე, რომლის მიზანი საპრეზიდენტო არჩევნებში ჰილარი კლინტონის დამარცხება იყო. “დემოკრატიული პარტიის” ლიდერმა ტომ პერესმა განაცხადა, რომ რუსეთმა 2016 წელს “დემოკრატიული პარტიის” საარჩევნო შტაბზე კიბერიერიში მიიტანა.