არ წყდება დავა ვირუსის წარმოშობის საკითხის გარშემო.
პანდემიასთან ბრძოლის პარალალურად, აშშ-სა და ჩინეთს შორის უთანხმოება ყოველდღიურად მწვავდება. ვაშინგტონი პეკინს ახალი კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს. ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტიის მიმართ ბრალდებები ისმის სახელმწიფო დეპარტამენტიდან და პირადად აშშ-ის პრეზიდენტისგანაც.
„როიტერსის“ მიერ მოპოვებული შიდა ანგარიშის მიხედვით, პეკინში საფრთხეების შესწავლა უკვე დაწყებულია. ჩინეთის ხელისუფლება უხანის ლაბორატორიაზე საერთაშორისო დაშვების ნებართვის გაცემაზე ისევ უარს ამბობს. ანალიტიკური დოკუმენტის მიხედვით, ჩინეთის მმართველ პარტიაში პროგონიზირებენ, რომ პანდემიის ფონზე ვაშინგტონში ჩინეთის ეკონომიკურ აღმასვლას დასავლური დემოკრატიისადმი გამოწვევად მიიჩნევენ. ეს კი პეკინის გლობალური ეკონომიკური პროექტების, მათ შორის „ერთი გზისა და ერთი სარტყელის“ ინიციატივას ემუქრება.