აშშ, ბრიტანეთი და საფრანგეთი ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ

ამერიკის შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებაზე მსჯელობს.

დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ თვითერში რუსეთის საპასუხოდ დაწერა, რომ თავდასხმა შესრულდება და მოსკოვს ურჩია, არ დაუჭირონ მხარი ასადის რეჟიმს, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს ხოცავს.

ამერიკის შეერთებული შტატების იერიშს, შესაძლოა, ავსტრალია და საუდის არაბეთიც შეუერთდეს.

რუსეთმა რამდენიმე საათის წინ განაცხადა, რომ ამერიკის თავდასხმის შემთხვევაში, ყველა ამერიკულ რაკეტას ჩამოაგდებს.

სირიის მთავრობის წინააღმდეგ იერიში ვაშინგტონის დღის წესრიგში 8 აგვისტოს დადგა, მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ასადის მთავრობამ ქალაქ დუმაში ქიმიური თავდასხმა განახორციელა, დაიღუპა  60 ადამიანი, მათ შორის ბავშვებიც.