„სუხიშვილების“ კონცერტით გაიხსნება 16 ივლისს თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ფესტივალი „არტგენი“. თბილისის ტურს 25 ივლისს ნიაზ დიასამიძე და „33 ა“ დახურავენ. წელს პირველად, კონცერტები მხოლოდ პარასკევს, შაბათსა და კვირას გაიმართება.
დასკვნით ღონისძიებამდე დღის განმავლობაში მოეწყობა ქართული რეწვის გამოფენები, სხვადასხვა რეგიონის ფოლკლორული კონცერტები, ქართული სამზარეულოს კუთხეები და დასასვენებელი სივრცეები.