„არტ-გენი“ გრძელდება. ფესტივალის მეორე დღე ნინო ქათამაძეს დაეთმო. მუსიკოსმა ორსაათიან კონცერტზე ქართველი მსმენელისთვის ნაცნობი კომპოზიციები წარმოადგინა. ჯგუფი „ფრანი“, ჯგუფი „რეგიონი“, ქართული ნაციონალური ბალეტი – სუხიშვილები, ხალხური სიმღერისა და საკრავების მუზეუმის ანსამბლი, „მჭელა“ და ნიაზ დიასამიძე – ასეთია წლევანდელი პროგრამა. ფესტივალი ორ აგვისტოს გურიაში, გომის მთაზე დასრულდება. „არტ-გენი“ უკვე 17 წელია ტარდება და ამ პერიოდში ფესტივალმა არაერთი ახალი ანსამბლი, ჯგუფი და მუსიკოსი აღმოაჩინა და ფართო საზოგადოებას გააცნო.