გრანელობა წალენჯიხაში 

წალენჯიხაში გრანელობას აღნიშნავენ – ღონისძიების ოფიციალური ნაწილი ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმში დაიწყო. წალენჯიხის მეგობართა კლუბის დაფინანსებით გამოიცა ტერენტი გრანელის ნამუშევრების ალბომი „უცნობი ტერენტი“. დღის მეორე ნახევარში კი ჯვარის კულტურის სახლში დაგეგმილია მონოსპექტაკლი „მე და ტერენტი“. მოგვიანებით გაიმართება წიგნის პრეზენტაცია და „მოძრაობის თეატრის“ სპექტაკლი. გრანელობას დაასრულებს ნიაზ დიასამიძისა და ჯგუფ 33 ა კონცერტი.