სასამართლოს კიდევ ერთი განაჩენი, რომელიც პოლიტიკური ვნებათაღელვის მიზეზად იქცა. ნიკა გვარამიასთვის 3 წლითა და 6 თვით მისჯილი თავისუფლების აღკვეთა, ოპოზიციისთვის პროტესტის ახალი ტალღის საფუძველი გახდა, თუმცა ხელისუფლების ოპონენტები ერთიან სტრატეგიაზე ამ დრომდე ვერ თანხმდებიან. ისმის კრიტიკა დასავლეთიდანაც, თუმცა ცალკეული ევროპარლამენტარებისა და საელჩოების მწვავე განცხადებებში, მმართველი პარტია ოპოზიციის კვალს ხედავს და მათ ქვეყნის იმიჯისთვის საზიანო საქმიანობაში სდებს ბრალს.
ევროკავშირის წევრობის სტატუსის მოლოდინი და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გამხელილი გეგმა – ნიკა მელია ხელისუფლების არადემოკრატიული გზით შეცვლაზე ალაპარაკდა.
თამარ წიკლაური გიამბობთ დეტალებს.