არსენ ფოჩხუას საიუბილეო გამოფენა

სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში არსენ ფოჩხუას 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა „დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ გაიხსნა. საექსპოზიციოდ წარდგენილია მამონტის ეშვზე და კოლხურ ბზაზე შესრულებული ნამუშევრები, ასევე ქართული ორნამენტით ნაკვეთი ბროლის ნივთები. გამოფენაზე წარდგენილია ასევე გამოჩენილი ადამიანების პორტრეტები, დასურათებული „ვეფხისტყაოსანი“, ქართველი მეფეებისა და ისტორიული მოღვაწეების პორტრეტები და სხვა თემატური ნამუშევრები. ღონისძიებას არსენ ფოჩხუას ოჯახის წევრები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. გამოფენასთან ერთად გაიმართა საიუბილეო წიგნ-ალბომის პრეზენტაცია.