არქიტექტურის მე-18 საერთაშორისო გამოფენაზე – ვენეციის ბიენალეზე, ათწლიანი პაუზის შემდეგ პირველად, საქართველო ეროვნული პავილიონით წარდგა.
კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნულ პავილიონს თბილისის არქიტექტურის ბიენალე წარმოაჩენს პროექტით „იანვარი, თებერვალი, მარტი“. პროექტი სამინისტროს მიერ ჩატარებული კონკურსის შედეგად შეირჩა.