თბილისში საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოში მოქმედი არქიტექტორები და ამ მიმართულებით მომუშავე პირები დაესწრნენ. „არქიტექტორული პრემია“ წელს 11 ნომინაციაში გაიცა. ღონისძება 2006 წლიდან ყოველწლიურად იმართება და დღეს მეჩვიდმეტედ ჩატარდა. კონკურსს 200-მდე მონაწილე ჰყავდა.