არქეოლოგიური აღმოჩენა თელავში

თელავში მდებარე დაბახნების გორაზე არქეოლოგიური სამუშაოები დაიწყო.

გორაზე სხვადასხვა პერიოდის რამდენიმე არქიტექტურული ნაგებობის ფრაგმენტებს და საყოფაცხოვრებო ნივთებს მიაგნეს.

ადგილზე კვლევების აუცილებლობა ჯერ კიდევ შარშან დადგა, როცა ადგილზე არქეოლოგების პირველი დაზვერვითი სამუშაოები ჩატარდა.

მეცნიერთა წინასწარი შეფასებებით, აღმოჩენა მეცხრე საუკუნით შეიძლება იქნეს დათარიღებული.