ხელისუფლების წარმომადგენლებმა არხოტისა და შატილის ხეობის მოსახლეობას საახალწლო საჩუქრები ჩაუტანეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ადგილობრივ მცხოვრებლებს, რეინჯერებსა და მესაზღვრეებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო ნობათი და საჩუქრები გადასცეს.
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მოსახლეობას თურქეთის, აშშ-ის, საფრანგეთის, იტალიის, იაპონიის, ლიტვის, უნგრეთის და ნიდერლანდების სამეფოს მიერ გამოგზავნილი საჩუქრებიც დაურიგდა.
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი შატილის სკოლა-პანსიონის მასწავლებლებსაც მოემსახურა და ისინი შატილიდან თბილისში გადმოიყვანა.