„არგენტინის სახლი საქართველოში“ ტურისტული ნაკადის მოსაზიდად ახალ პროექტს იწყებს.
ნიკოლოზ პატარქალიშვილის თქმით, მათი სამიზნე სამხრეთ ამერიკის ქვეყნებია, რომლებსაც უკვე გააცნეს საქართველოს ტურისტული პოტენციალი. საქართველოში „არგენტინის სახლის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ ქვეყნის ტურისტული პოტენციალით უკვე დაინტერესდა ერთ-ერთი ბრაზილიური ტელევიზია.