მსხვერპლით დასრულებული არეულობა უზბეკეთის ავტონომიურ რეგიონში.
საპროტესტო აქციების დაშლის და შეტაკებების შედეგად ყარაყალპაკეთში 18 ადამიანია დაღუპული, არიან დაშავებულები და დაკავებულები. რეგიონში ახლა კომენდანტის საათი მოქმედებს. ვნებათაღელვა ცენტრალური ხელისუფლების მიერ მომზადებულ იმ საკონსტიტუციო პროექტს მოჰყვა, რომელიც ყარაყალპაკეთისთვის სტატუსის შეცვლას გულისხმობდა და რეგიონს უზბეკეთის შემადგენლობიდან გასვლის უფლებას უზღუდავდა. მოქალაქეებმა ცვლილება ავტონომიის გაუქმებად შეაფასეს. მასობრივმა პროტესტმა შედეგი გამოიღო – უზბეკეთის ხელისუფლებას დაანონსებული რეფორმის უკან წაღება და ავტონომიური რეგიონის სტატუსის უცვლელად დატოვება მოუხდა.