მასობრივმა არეულობამ მოიცვა საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორია.
განსაკუთრებული სტატუსისა და ავტონომიის მქონე ახალ კალედონიაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. საფრანგეთის ყოფილ კოლონიაში ადგილობრივები საარჩევნო კანონში შეტანილ ცვლილებებს აპროტესტებენ. დემონსტრანტები ავტონომიის შეზღუდვის საფრთხეს ხედავენ. აქციები არეულობასა და პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. არის მსხვერპლი, არიან დაშავებულები. ახალი კალედონია სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა. საფრანგეთის ხელისუფლება არეულობის მიღმა აზერბაიჯანის კვალს ხედავს. მე-18 საუკუნეში აღმოჩენილ კუნძულზე ძირითადად ფრანგები და მელანეზიელები ცხოვრობენ.