არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს ირაკლი კობახიძემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მიუსამძიმრეს
არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს პარლამენტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მიუსამძიმრეს. ირაკლი კობახიძე დეპუტატებთან ერთად წილკანში გუშინ ჩავიდა. უმრავლესობის წარმომადგენელმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებაზე ქართული გამოძიება ბევრ რამეს დაადგენს.
მდინარაძის განცხადებით, პარალელურად, ისინი მიმართავენ საერთაშორისო პარტნიორებს, რომ რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო მექანიზმი ჩაერთოს ამ პროცესში.