არჩილ თალაკვაძის განცხადება

ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპოზიციას საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულ სამუშაო პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს პარლამენტის თავმჯდომარე. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თუ მათ აქვთ კონკრეტული მოსაზრებები და დასაბუთებული შეთავაზებები, ეს პროცესი სამი მოსმენის ფარგლებში გახსნილი იქნება და შეუძლიათ წინადადებები წარმოადგინონ.

არჩილ თალაკვაძის თქმით, გუშინ ატლანტიკური საბჭოს ორგანიზებით გამართული დისკუსიისას, პარტნიორებმაც და ოპოზიციის წარმომადგენელთა ნაწილმაც განაცხადეს, რომ ბოიკოტი შეცდომა იყო და დემოკრატია პროცესში მონაწილეობას გულისხმობს. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ოპოზიციის მიერ მოლაპარაკებებისას დაყენებული სულ მცირე ორი საკითხი, მათ საპარლამენტო პროცესში ჩართვას მოითხოვს, დიალოგისთვის არსებობს სივრცე. თალაკვაძის თქმით, დიალოგი ასევე სამართლებრივ პირობებზე შეთანხმებას მოითხოვს.

მოამბე