დისკუსია „ატლანტიკური საბჭოს“ ორგანიზებით

საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება განიხილეს „ატლანტიკური საბჭოს“ ორგანიზებით გამართულ ვირტუალურ დისკუსიაზე.  დისკუსიაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯორჯ კენტი, ასევე ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგამანტას პავილიონისი მონაწილეობდა. თბილისიდან დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა. სამადაშვილმა საქართველოში არსებული მდგომარეობა „შემაშფოთებელ პოლიტიკურ კრიზისად“ შეაფასა. დისკუსიაზე გამოსვლისას მხარეებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

მოამბე