შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე მმართველი გუნდის წარმომადგენლებს დღეს კიდევ ერთხელ მოუწიათ განმარტებების გაკეთება.
პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ამ თემით საგამოძიებო უწყებების დაინტერესება მისასალმებელია. საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი აცხადებს, რომ საკითხზე დამატებითი მსჯელობა აუცილებელია და იქვე განმარტავს, რომ შემდგომი კონსულტაციებისთვის მმართველი გუნდი მზად არის.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ხმაურიანი გადაწყვეტილების შემდეგ, შეწყალებასთან დაკავშირებით მორატორიუმი გამოაცხადა.