საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ეხმაურება ევროპული საბჭოს პრეზიდენტიც. როგორც შარლ მიშელმა სოციალურ ქსელში დაწერა, სავარაუდო საარჩევნო დარღვევები უნდა იქნას გამოძიებული და გამოსწორდეს. მისივე შეფასებით, ამჟამად უმნიშვნელოვანესია კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი პოლიტიკურ სპექტრში.