საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფმა, რომლებიც 26 ოქტომბრის არჩევნებს თბილისსა და რეგიონებში აკვირდებოდნენ, ცოტა ხნის წინ პრესკონფერენცია გამართეს და დაკვირვების შედეგები დღეს მედიის წარმომადგენლებს გააცნეს. მათი განცხადებით, „ამომრჩევლებს ჰქონდათ შესაძლებლობა მიეცათ ხმა დაბრკოლების გარეშე, ინციდენტებისა და ძალადობის შემთხვევების გარეშე. ეს ასახავს როგორც საქართველოს მთავრობის ერთგულებას დემოკრატიული პრინციპების დაცვისადმი, ასევე აჩვენებს თუ რამდენად არიან მოწადინებულები საქართველოს მოქალაქეები მონაწილეობა მიიღონ გამჭვირვალე და სამართლიან საარჩევნო პროცესში.“ – ეს არის შეფასება რომელიც საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფმა ცოტა ხნის წინ პრესკონფერენციაზე გააჟღერა.