26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, გასული წლების მსგავსად, საერთაშორისო დამკვირვებლების ყურადღების ქვეშ იყო. წინასაარჩევნო პერიოდსა და უშუალოდ კენჭისყრის დღეს საქართველოში 42 ქვეყნის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის 529 წარმომადგენელი მუშაობდა. მათ შორის იყო ეუთო-ოდირი, რომელთა წარმომადგენლებმა პოლარიზაციის მაღალ დონესა და საარჩევნო პროცესის დროს გარკვეულ დარღვევებზე ისაუბრეს. დადებითად შეფასდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობა, როგორც კენჭისყრის დღეს, ისე არჩევნებამდე პერიოდშიც.
სალომე ქოქიაშვილი გაგვაცნობს საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებებს.