პრესკონფერენცია გამართეს ალბანეთის საარჩევნო სისტემების განვითარების ინსტიტუტისა და ორგანიზაცია “საარჩევნო გამჭვირვალობის” დამკვირვებლებმაც, რომლებიც გუშინ თბილისის მასშტაბით არჩევნების მიმდინარეობას აკვირდებოდნენ. მათი თქმით, პროცესი ძირითადად ახალი სისტემის გამოყენებით და მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა. უბნები პროფესიონალი თანამშრომლებით დაკომპლექტებული იყო. ამასთან, მათი თქმით, საკმაოდ სწრაფად მოხდა უბნების დახურვიდან ხმის შედეგების გაგება, რაც აჩვენებს რომ ახალი სისტემა ეფექტიანად მუშაობს.