„შედეგები, რომელიც გამოგვიცხადეს, არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას“ – ასე ფიქრობს კოალიცია „ძლიერი საქართველო“. ამის შესახებ კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ გასულ ღამეს კოალიციის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს მიაჩნიათ, რომ საპარლამენტო არჩევნებმა დაშინების, მოსყიდვისა და გაყალბების ფონზე ჩაიარა, ამიტომ თითოეული ხმის დასაცავად იბრძოლებენ. რაც შეეხება სამოქმედო გეგმას და იმას, თუ ბრძოლის რა მექანიზმების გამოყენებას აპირებს სამომავლოდ აღნიშნული კოალიცია, – ლიდერები ამ ეტაპზე წინასწარ სამოქმედო გეგმაზე საუბრისგან თავს იკავებენ.