#არჩევნები 2024 - ცესკო-ს წინასწარი მონაცემები

ცესკო-ს ოფიციალური მონაცემებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების უმრავლესობა „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა, ოპოზიციამ კი საერთო ჯამში დაახლოებით 37 პროცენტი მიიღო. მონაცემები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა. დათვლილია უბნების 99.64 %, ახლა ელოდებიან 9 უბნის შედეგებს უცხოეთიდან. მონაცემები ამ დროისთვის ასეთია: „ქართული ოცნება“ – 54.08 პროცენტი, „კოალიცია ცვლილებისთვის“- 10.92 პროცენტი, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“- 10.12 პროცენტი, „ძლიერი საქართველო“ – 8.78 პროცენტი, „გახარია საქართველოსათვის“ – 7.76 პროცენტი.