„სტრატეგია აღმაშენებელი“ პოლიტიკური აქტივობის დროს 15 ათასი ლარით დაჯარიმდა.
მიზეზი თავისუფლების მოედანზე სარეკლამო ჯიხურების განთავსება გახდა. თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ადგილი ჰქონდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კონსტრუქციების თვითნებურად განთავსებას, საქართველოს კანონით დადგენილ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში.
„სტრატეგია აღმაშენებელში“ ფაქტს მმართველი გუნდის მხრიდან საარჩევნო კამპანიაში ხელისშეშლად და პოლიტიკურ შევიწროებად აფასებენ.