პარტია „თავისუფალი საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს. მისი ლიდერები სოფელ დუისის მოსახლეობას შეხვდნენ და ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან ერთად, პარტიის მიმდინარე და სამომავლო გეგმები გააცნეს. ადგილობრივებთან სიტყვით გამოსვლისას კახა კუკავა ამბობს, რომ მიმდინარე პოლიტიკური მასკარადი უნდა დასრულდეს და ეს დასასრულის დასაწყისი საქართველოს მოსახლეობამ უნდა განახორციელოს. დღესვე, სოფლის ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმაც მიმართა.