#არჩევნები2020 მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს არჩევნები ფოთში

მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს არჩევნები ფოთში, თუმცა მცირე ხმაური იყო მე-19 უბანზე. ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებით, საარჩევნო უბანზე იმყოფება „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი, რაც კანონდარღვევაა. თავად ბრალდების ადრესატი კი ამბობს, რომ მმართველი გუნდის წევრობასთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელიცაა და სწორედ ამ სტატუსით აკვირდება არჩევნებს.

თეა აბსარიძე დეტალებით.