ზუგდიდში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი მორგოშია წარადგინა „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა.
ზვიად ძიძიგურის განცხადებით, მორგოშია ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა კანდიდატია ზუგდიდში და ის პარტიის პროგრამის, „სპორტი ნარკოტიკის ნაცვლად, დაფასებული ვეტერანი, ეკლესიის მხარდაჭერა“ გამტარებელი იქნება. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კი აღნიშნა, რომ მისი მთავარი პრიორიტეტი პროგრამის სხვა ჩამონათვალთან ერთად იქნება ახალგაზრდებზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარება.