#არჩევნები2020 კენჭისყრის პროცესს ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლები აკვირდებოდნენ
დღევანდელ კენჭისყრის პროცესს ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლები აკვირდებოდნენ. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებიდან სადამკვირვებლო პროცესში ჩართულები არიან „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „მრავალეროვანი საქართველო“, „სამართლიანი არჩევნები“ და „განვითარების და დემოკრატიის ცენტრი“. დამკვირვებლების ნაწილი ამომრჩეველთა დაბალ აქტივობაზე და მმართველი გუნდის კოორდინატორთა მობილიზებაზე მიუთითებს და ძირითადად პროცედურულ დარღვევებზე საუბრობს.