„ევროპული საქართველოს“ მოთხოვნა

„ევროპული საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ოთარ კახიძემ და პარტიის მერობის კანდიდატმა ქუთაისში, ამირან ძოწენიძემ ბრიფინგი გამართეს და სავაჭრო ცენტრებისთვის ჯარიმების გამოწერას გამოეხმაურნენ. მოგვიანებით ოთარ კახიძე აქციას შეუერთდა, რომელიც რეგულაციების შეუსრულებლობის გამო დაჯარიმებულმა სავაჭრო ცენტრების თანამშრომლებმა გამართეს. კახიძემ მათ სოლიდარობა გამოუცხადა და განაცხადა, რომ 10 ათას ლარიანი ჯარიმები გაფრთხილების გარეშე გამოწერეს, რამაც სავაჭრო ცენტრები მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო და სამუშაო ადგილების დაკარგვის საფრთხე შექმნა.