ოპოზიციაში შიდა დაპირისპირება სულ უფრო მწვავდება.
ალეკო ელისაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ მწვავე კრიტიკის და შეურაცხმყოფელი განცხადებების მთავარი ადრესატია. ეს მას შემდეგ, რაც პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა საარჩევნო რეფორმაზე გარანტიების მიღების შემთხვევაში პარლამენტში შესვლა დააანონსა. ალეკო ელისაშვილმა ოპოზიციის შიგნით მიმდინარე პროცესებზეც საჯაროდ ისაუბრა და გიგა ბოკერია და გიგი უგულავა პროცესების ჩაშლასა და საბოტაჟში დაადანაშაულა. მისმა თანაგუნდელმა კი პირდაპირ თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ბოკერიას მძევლად იმყოფება.
ელისაშვილის გუნდი ერთადერთი გამონაკლისი არ არის. სრულიად პროპორციული საარჩევნო სისტემის და ბუნებრივი ბარიერის შემთხვევაში პარლამენტში შესვლას განიხილავს „გირჩის“ ის ნაწილიც, რომელსაც ზურა ჯაფარიძე გაემიჯნა.