ბლოკის, „ჯონდი ბაღათურია – ქართული დასი“ ლიდერი მედიკამენტებზე გაზრდილ ფასებზე საუბრობს.
მისი განცხადებით, ფასთა ზრდა არაადეკვატურია და ამით კერძო კომპანიები უკანონოდ მდიდრდებიან. ბლოკის მოთხოვნაა მედიკამენტებზე ფასების ზრდის კონტროლისთვის რეგულაციები დაწესდეს. ჯონდი ბაღათურიას თქმით, ამ თემაზე კანონპროექტი „ქართულმა დასმა“ პარლამენტს ერთი წლის წინ უკვე წარუდგინა, თუმცა ინიციატივა ვერ გავიდა. ამიტომ ბლოკი „ჯონდი ბაღათურია – ქართული დასი“ პარლამენტში კანონპროექტის ხელახლა შეტანას გეგმავს.