ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს.
სფფ-ის 29-ე ყრილობაზე ლევან კობიაშვილი ხმათა 100 %-იანი შედეგით, 28 დელეგატის მიერ იქნა არჩეული. დამტკიცდა აღმასკომიც, რომლის შემადგენლობაშიც ცვლილებები არ მომხდარა.
ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პოსტზე მომდევნო 4 წლის განმავლობაში იმუშავებს.
შეგახსენებთ, რომ არჩევნებში ლევან კობიაშვილი ერთადერთი კანდიდატი იყო.