არჩევნები 2024 - შეხვედრა სადამკვირვებლო მისიებთან

ყველაზე მსხვილი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია დილიდან პოლიტიკურ სუბიექტებს ხვდება.

ეუთო-ოდირის დელეგაცია არჩევნებში მონაწილე პარტიებისგან წინა საარჩევნო გარემოზე ინფორმაციას იღებს. შეხვედრაზე მმართველ გუნდს წარმოადგენდა პრემიერ-მინისტრი, მასთან ერთად იმყოფებოდა პარლამენტის დეპუტატი მაკა ბოჭორიშვილი. გარე ჩარევა და რამდენიმე მედია-საშუალების მხრიდან „ქართული ოცნების“ საარჩევნო რეკლამების არგაშვება – ეს იყო თემები, რომლებზეც მმართველი პარტიის ლიდერები მედიას ესაუბრნენ. ოპოზიციის წარმომადგენლების მტკიცებით, ეუთო-ოდირის დელეგაციის მხრიდან დაისვა კონკრეტული კითხვები, მათ შორის კითხვა იმის შესახებ, თუ როგორ აპირებენ ოპოზიციური ძალები ხმების დაცვას. შეხვედრაზე მისული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ საერთაშორისო მისიას საარჩევნო კამპანიის დროს გამოვლენილ ყველა დარღვევაზე მიაწოდეს ცნობები.