23 დღე რჩება საპარლამენტო არჩევნებამდე.
მოსახლეობასთან შეხვედრები ყოველდღიურად მიმდინარეობს. ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის დაჩქარება ოპოზიციური სუბიექტების მთავარი დაპირებაა. აქცენტი კეთდება სოციალურ მიმართულებებზეც. პოლიტიკური აქტორები ელექტორატს მთავარ პროგრამულ პრიორიტეტებს აცნობენ და მათ საკუთარ უპირატესობაში დარწმუნებას ცდილობენ. წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს მმართველი გუნდიც. „ქართული ოცნება“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას მომდევნო კვირას გეგმავს.