მმართველი გუნდის წევრები ასევე საუბრობენ ოპოზიციის გეგმაზე, რომელიც ხელისუფლების შეფასებით, არჩევნების შემდეგ პროცესების ქუჩაში გადატანას გულისხმობს, ამაში კი, როგორც თავად ამბობენ, ოპონენტებს გარე ძალები დაეხმარებიან. საპასუხოდ ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მათ ინტერესში აქციები და დემონსტრაციები არ შედის, თუმცა არჩევნების შედეგების გაყალბებას არ დაუშვებენ.