არჩევნები 2024 - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანია

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სოფო ჯაფარიძე ნაძალადევის რაიონში ამომრჩეველს შეხვდა და პარტიის საარჩევნო გეგმებზე ესაუბრა. მან ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და ყურადღება 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე გაამახვილა.