საპარლამენტო არჩევნებამდე 21 დღე რჩება, პოლიტიკური პარტიები კი მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად მართავენ. კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრებმა შეხვედრა ამჯერად ამბროლაურში გამართეს. ლიდერებმა მოსახლეობას სიტყვით მიმართეს, საარჩევნო პროგრამა გააცნეს და მოსახლეობის საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.