როგორი იქნება არჩევნების შემდგომი პერიოდი?- ეს არის კითხვა, რომელიც ბოლო დროს აქტიურად ისმის. დაძაბული წინასაარჩევნო ფონის პარალელურად, კეთდება რთული პროგნოზებიც. მძიმე სცენარებზე საუბრობს როგორც ოპოზიცია, ისე საერთაშორისო პარტნიორები. ამასთან, სულ უფრო მწვავდება კრიტიკა დასავლეთის მხრიდან ხელისუფლების მისამართით. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს ყველა პოლიტიკური სუბიექტი გადამწყვეტს და ისტორიულს უწოდებს, მათ შორისაა პრეზიდენტი, რომელიც მთავრობის ნებართვის გარეშე ევროპის ქვეყნებში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს და მმართველ გუნდს მწვავედ აკრიტიკებს. არანაკლებ მწვავეა რეაქცია ხელისუფლებისგან, რომელიც არჩევნებში გარე ჩარევის მასშტაბის ზრდაზე საუბრობს.