2020 წლის წინასაარჩევნო კამპანია ხვალიდან ოფიციალურად იწყება. ძალაში შედის ის რეგულაციები, რომლებიც კანონითაა განსაზღვრული. პარლამენტი საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების განხილვას იწყებს, რომლის ინიციატივაც მმართველ პარტიას ეკუთვნის.
ცვლილებებს ბიუროს სხდომაზე რამდენიმე წუთში დაარეგისტრირებენ. პოლიტიკური პარტიების შეფასებებს ნოდარ ჩაჩუა გაგვაცნობს.