საპარალმენტო არჩევნების მეორე რაუნდს რამდენიმე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია აკვირდებოდა. მათ შორის „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საზოგადოება“, რომელიც პროცესს 35 მობილური ჯგუფის საშუალებით ადევნებდა თვალს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „არჩევნების მეორე ტურზე, რომელიც რეალური კონკურენციის გარეშე ჩატარდა, კვლავ პრობლემას წარმოადგენდა საარჩევნო უბნებთან მობილიზებული პარტიის კოორდინატორები. გარდა ამისა, „სამართლიან არჩევნებში“ ამბობენ, რომ დაფიქსირდა ე.წ. კარუსელიც. დარღვევებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს „მრავალეროვანი საქართველოც“. ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით, საარჩევნო პროცესმა მშვიდ გარემოში ჩაიარა, თუმცა გამოვლინდა მუქარისა და დაშინების, სხვის ნაცვლად კენჭისყრაში მონაწილეობის, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევისა და საარჩევნო ყუთის გახსნამდე ჩასატარებელი პროცედურების წესების უგულებელყოფის ფაქტები.