ხუთი მოქმედი დეპუტატი, იუსტიციის მინისტრი და მისი მოადგილე, ბიზნესომბუდსმენი, თბილისის მერის მოადგილე, თბილისის ღია უნივერსიტეტის რექტორი, დიპლომატი, ორი ცნობილი სპორტსმენი, იურისტები, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტები – ასეთია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული, რომელიც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ წარადგინა. ერთ კვირაში დანარჩენი შემადგენლობა უნდა გახდეს ცნობილი. საინტერესოა, ვინ მოხვდება სიის დანარჩენ ნაწილში მოქმედი დეპუტატებიდან, თუმცა საზოგადოებისთვის უკვე წარდგენილი გუნდის ნაწილს მწვავე რეაქციები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში.
ოპოზიცია სახელისუფლებო გუნდს არჩევანს უწუნებს.