17 მაჟორიტარული ოლქი და არჩევნების მეორე რაუნდი. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წინასწარი შედეგები უკვე გამოაქვეყნა. საარჩევნო ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დღეს ისაუბრეს საჩივრებთან დაკავშირებით, სულ კი ასეთი 15-ია. ცესკო-ს ცნობით, ნაწილი უბნების შედეგების ბათილად ცნობას, ნაწილი კი, დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაყენების საკითხს ეხება. საჩივრების განხილვისთვის საარჩევნო ადმინისტრაციას ორდღიანი ვადა აქვს.