პარტია „ქართული ოცნება“ აუდიოჩანაწერს ავრცელებს.
„ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ნინია ცისკარიშვილი სიტუაციის დაძაბვაზე საუბრობს და აცხადებს, რომ „არჩევნების მოგების ან წაგების შემთხვევაში ზუგდიდი მაინც უნდა ადუღდეს“.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგი გამართა.