თბილისში, ერთ-ერთი მშენებარე ობიექტის შემოწმებისას მონიტორინგის ჯგუფმა, მშენებლობაზე არასრულწლოვნის სავარაუდო დასაქმების ფაქტი დააფიქსირა.
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქმეზე მოკვლევა დაწყებულია, სამშენებლო სამუშაოები კი აღნიშნულ ობიექტზე, რომელიც ბელიაშვილის 22 ნომერში მდებარეობს, შეჩერდა.
შრომის კოდექსით და შრომის უსაფრთხოების ორგანული კანონით, მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტზე არასრულწლოვნის დასაქმება აკრაძალულია.